ფორმულა 1-ის 2024 წლის სეზონის მე-4 გრან პრი მოქმედი ჩემპიონის, მაქს ვერსტაპენის, გამარჯვებით დასრულდა - ნიდერლანდელმა მრბოლელმა იაპონიაში პირველობა არავის დაუთმო.
მეორე ადგილზე ვერსტაპენის მექსიკელი თანაგუნდელი, სერხიო პერესი გავიდა, ხოლო მესამე პოზიცია ფერარის ესპანელმა პილოტმა, კარლოს საინსმა დაიკავა. აღსანიშნავია, რომ ათეულში გრან პრის მასპინძელი, იუკი ცუნოდაც მოხვდა.
იაპონიის გრან პრის ათეული:
1. მაქს ვერსტაპენი (რედ ბული) - 26 ქულა;
2. სერხიო პერესი (რედ ბული) - 18 ქულა;
3. კარლოს საინსი (ფერარი) - 15 ქულა;
4. შარლ ლეკლერი (ფერარი) - 12 ქულა;
5. ლანდო ნორისი (მაკლარენი) - 10 ქულა;
6. ფერნანდო ალონსო (ასტონ მარტინი) - 8 ქულა;
7. ჯორჯ რასელი (მერსედესი) - 6 ქულა;
8. ოსკარ პიასტრი (მაკლარენი) - 4 ქულა;
9. ლუის ჰემილტონი (მერსედესი) - 2 ქულა;
10. იუკი ცუნოდა (რეისინგ ბულსი) - 1 ქულა;
ფორმულა 1-ის წლევანდელი სეზონის მომდევნო, მე-5 რბოლა, ჩინეთში ჩატარდება. შანხაის საერთაშორისო ავტოდრომზე პილოტები 21 აპრილს იბრძოლებენ პირველობისთვის.