სენტ-ეტიენის შემტევმა, ზურიკო დავითაშვილმა Le Parisien-თან ინტერვიუში არაერთ საინტერესო საკითხზე ისაუბრა. ახალგაზრდა გარემარბი შეეხო ხვიჩა კვარაცხელიას პარის სენ-ჟერმენში ტრანსფერსაც და აღნიშნა, რომ ის მადრიდის რეალში, ბარსელონასა და ლივერპულში თამაშაც შეძლებდა.
"ის ჩემი ახლო მეგობარია, ერთმანეთი დინამო თბილისის ახალგაზრდულ აკადემიაში გავიცანით. ბრწყინვალე ფეხბურთელია და ჩემი აზრით, ის ნებისმიერ გრანდში შეძლებდა თამაშს. ხვიჩას წარმოვიდგენ რეალში, ბარსელონაში, ლივერპულში, მანჩესტერში და ცხადია, პარის სენ-ჟერმენშიც.
ლიგა 1-ში თამაში მისთვის იქნება კომფორტული, რადგან აქ გახსნილი და შემტევი ფეხბურთი დომინირებს. უბრალოდ მინდა აღვნიშნო ის, რომ საფრანგეთის ჩემპიონატის უკანახაზელებს მის წინააღმდეგ შანსი არ აქვთ", - განაცხადა ქართველმა ვინგერმა.