რეალ მადრიდში ტრავმების ეპიდემიაა

რეალ მადრიდი ამ მატჩს ძალიან დიდი დანაკლისით ხვდება. ძველ ტრავმებს რამდენიმე ახალი დაზიანებაც დაემატა. კურტუას, ალაბასა და მილიტაოს შემდეგ, ანჩელოტიმ რუდიგერი და ნაჩოც დაკარგა, შესაბამისად, ამ მნიშვნელოვან შეხვედრაში, გუნდს ვერცერთი ცენტრალური მცველი ვერ დაეხმარება.
გერმანელი მცველი, მინიმუმ, ორ კვირას გამოტოვებს, რაც შეეხება ნაჩოს, ის ლაიფციგთან ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნდება.
ბოლო ინფორმაციით, რეალის დაცვითი ხაზი ჟირონასთან ასე გამოიყურება: ვასკესი, კარვახალი, ჩუამენი, მენდი.







