ანჟესთან მოგებული 1:0 მატჩის შემდეგ, პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ კომენტარი გააკეთა და ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია კიდევ ერთხელ შეაქო.
მოგეხსენებათ, ამ გამარჯვებით პსჟ საფრანგეთის ჩემპიონი ოფიციალურად გახდა, კვარა კი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
"ბედნიერი ვარ, რომ მიზანს მივაღწიეთ და ტიტული მოვიგეთ. სეზონის ბოლომდე, ჩვენი მიზანია, რომ თამაში არ წავაგოთ და წელი დაუმარცხებლად ჩავამთავროთ.
ამასთან ერთად, საფრანგეთის თასსა და ჩემპიონთა ლიგაზეც გამოვდივართ, სადაც ასევე გამარჯვებისთვის უნდა ვიბრძოლოთ. ჩემს გუნდს ეს შეუძლია.
ტიტული გასულ სეზონშიც მოვიგეთ, მაგრამ ვფიქრობ, ამ სეზონში ბევრად უკეთესები ვართ და ამის ბევრი მიზეზია. იღბლიანი ვარ, რომ გუნდში მყავს ფეხბურთელები, რომლებიც დაცვაში და თავდასხმაში თანაბრად ირჯებიან.
მაგალითად, რაც დღეს კვარაცხელიამ გააკეთა, გავოცდი. დაცვით ასპექტში მან მაქსიმალური დონე დადო და როცა ასე თამაშობ, ყველა კმაყოფილია", - განაცხადა ენრიკემ.