პარის სენ-ჟერმენის ყოფილმა შემტევმა ნახევარმცველმა, ხავიერ პასტორემ თავისი განვლილი საფეხბურთო კარიერა გაიხსენა. ვეტერანმა შუახაზელმა დიდი დრო დაუთმო ნეიმარ ჟუნიორის შესახებ საუბარს, რომლის გვერდითაც ის პსჟ-ში თამაშობდა. ყოფილი არგენტინელი გამთამაშებელის აზრით, ოქროს ბურთის მოგება ბრაზილიელ ფორვარდს ნამდვილად შეეძლო.
"ნეიმარი არის ფეხბურთელი, რომელსაც მესისა და რონალდუსთვის კონკურენციის გაწევა შეეძლო. თავისი პოტენციალი რომ სრულად გამოევლინა, ოქროს ბურთის აუცილებლად მოიგებდა. რა არის ჟუნიორის პრობლემა? ლეოს მაგალითი რომ ავიღოთ, ფეხბურთი მისთვის არის მთელი ცხოვრება, მაშინ, როდესაც ბრაზილიელი ფორვარდი ფეხბურთით ყოველთვის ბავშვურად ერთობოდა.
ალ ჰილალის თავდამსხმელის კარიერასა და ზოგადად ცხოვრებაში ძალიან დიდი რაოდენობით მარკეტინგი არის. ვარჯიშის შემდეგ, ის სამი საათის მანძილზე ფოტოებს იღებდა. არ ვამბობ იმას, რომ 32 წლის ფორვარდი არ იყო კონცენტრირებული ფეხბურთზე, უბრალოდ მის გარშემო ბევრი სხვა ხელისშემშლელი ფაქტორიც არსებობდა", - განაცხადა პარიზელთა ყოფილმა გამთამაშებელმა.