გასულ კვირას, ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-ს ფეხბურთელი ოფიციალურად გახდა და ამ გუნდის მაისურით სადებიუტო მატჩიც ჩაატარა, როცა რეიმსის წინააღმდეგ საგოლე გადაცემა გააკეთა.
დიდი მითქმა-მოთქმის შემდეგ, ნაპოლი კვარას წასვლას საბოლოოდ მაინც დათანხმდა და მის სანაცვლოდ 70 მილიონი ევრო მიიღო.
რაში აპირებს დე ლაურენტისი ამ თანხის დახარჯვას? - მისი მიზანია, რომ კვარას დანაკლისი ერთი შემტევის და ცენტრალური მცველის ყიდვით აანაზღაუროს.
აქტიურად იწერება დორტმუნდის შემტევის, ადეიემისა და მანჩესტერის ფეხბურთელის, გარნაჩოს ტრანსფერზე. ნაპოლი ამ ფეხბურთელებზე მოლაპარაკებებს აწარმოებს, ყიდვა ზამთარშივე სურთ და მათი ფასი 50-60 მილიონი ევროა.
შესაბამისად, შემტევის მოყვანის შემდეგ, კლუბს მცველის ყიდვის საშუალებაც ექნებათ. საუბარი იყო შკრინიარის ტრანსფერზე, თუმცა ის ფენერბაჰჩეში გადავიდა. ნაპოლი რამდენიმე კანდიდატურას განიხილავს.
მოკლედ რომ ვთქვათ, კვარაცხელიაში აღებული თანხის სანაცვლოდ, ნაპოლის მიზანი შემტევის და ცენტრალური მცველის ყიდვაა.