24 ნოემბერს ნაპოლი საკუთარ კედლებში რომას მიიღებს. შეგახსენებთ, რომ სტუმრებმა დანიელე დე როსის შემდეგ, ივან ჯურიჩიც გაათავისუფლეს. "ჯალორისის" გადამრჩენელად კლაუდიო რანიერი მოევლინა, რომელიც მშობლიურ კლუბში მესამედ დაბრუნდა. იტალიური პრესა განიხილავს, თუ როგორ შეძლებს იტალიელი სპეციალისტი ხვიჩა კვარაცხელიას განეიტრალებას.
"რომაში დაბრუნებულ რანიერის პირველივე შეხვედრაში რთული გამოცდა ელოდება - კვარაცხელიას განეიტრალება. გამოცდილი მწვრთნელი ახალგაზრდა ვინგერის გალიაში გამოკეტვას ეცდება. რაც შეეხება თავად ხვიჩას, მან დროებით უნდა დაივიწყოს კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხი და ფეხბურთის თამაშისგან სიამოვნება მიიღოს.
ქართველ გარემარბს უკვე ორი თვეა, რაც საშინაო შეხვედრაში არ გაუტანია გოლი და რომასთან დაპირისპირება მშრალი სერიის შეწყვეტის კარგი საშუალება იქნება. დიდი ალბათობით, ეს არის ნაპოლის ვინგერის ბოლო სეზონი სერია ა-ში", - წერს იტალიური პრესა.