რამდენი ოლიმპიური ჩემპიონი იასპარეზებს საქართველოდან პარიზის ოლიმპიადაზე?

საქართველოს დელეგაციაში არიან მსოფლიოს, ევროპისა და ოლიმპიური ჩემპიონები. პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ჩვენი ქვეყნიდან ოლიმპიადაზე საასპარეზოდ მიდის 2 ოლიმპიური ჩემპიონი, რომელმაც წინა ოლიმპიადაზე მოიპოვა ოქროს მედალი. ძიუდოისტი ლაშა ბექაური და ძალოსანი ლაშა ტალახაძე, ტალახაძემ ტოკიოში ოლიმპიური ჩემპიონობა ზედიზედ მეორედ იზეიმა და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი სპორტსმენია, რომელიც ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.
საქართველოს დელეგაციაში 28 სპორტსმენიდან 4 ოლიმპიური ჩემპიონია, რაც ასევე ისტორიული მაჩვენბელია.
ოლიმპიური ჩემპიონი ნინო სალუქვაძე, ლეგენდარულ ტყვიის მსროლელს ოლიმპიადაზე ყველა სინჯის მედალი აქვს მოპოვებული. სალუქვაძე პარიზში კარიერაში მე-10 ოლიმპიადაზე იასპარეზებს და გახდება პირველი ქალი სპორტსმენი ოლიმპიადების ისტორიაში, რომლიც 10 ოლიმპიადაზე მიიღებს მონაწილეობას.
საქართველოს დელეგაციაშია კიდევ ერთი ოლიმპიური ჩემპიონია, ყველაზე ტიტულოვანი ქართველი ძიუდოისტი, ოლიმპიადაზე ყველა სინჯის მედლის მფლობელი - ლაშა შავდათუაშვილი. ლაშასთვის პარიზის ოლიმპიური თამაშები კარიერაში მეოთხე ოლიმპიადა იქნება, აქამდე ქართველმა ძიუდოისტმა სამივე ოლიმპიადაზე შეძლო მედლის მოპოვება, 2012 წელს ოლიმპიური ჩემპიონობა იზეიმა, 2016 წელს რიოს ოლიმპიადაზე ბრინჯაოს დაეუფლა, 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე კი ვერცხლის მედალი მოიპოვა.
შეგახსენებთ, XXXIII ოლიმპიურ თამაშებს საფრანგეთის დედაქალაქი პარიზი, 26 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით უმასპინძლებს.










