ნაპოლის ქართველმა შემტევმა ხვიჩა კვარაცხელია წინა შეხვედრაში ტრავმა მარჯვენა ფეხზე, კერძოდ მედიალურ გვერდით იოგზე მიიღო.
კვარაცხელიას მდგომარეობაზე უახლესი ინფორმაცია იტალიელმა ექიმმა, ენრიკო კასტელაციმ გაავრცელა.
"პირველ რიგში იმას ვიტყვი, რომ კვარაცხელია გადარჩა, რადგან დიდი იყო ალბათობა, ეს ტრავმა გაცილებით მძიმე ყოფილიყო.
ამჟამინდელი მდგომარეობით, კვარა დაახლოებით 3-4 კვირას იუქმებს, თუმცა თუ ყველაფერი კარგად წავიდა, ხვიჩას დაბრუნების პროცესი შესაძლოა დაჩქარდეს", - განაცხადა კასტელაციმ.
იტალიის ჩემპიონატის მომდევნო ტურის მატჩს ნაპოლი 14 დეკემბერს, სტუმრად უდინეზეს წინააღმდეგ გამართავს.