მილანის ინტერის ყოფილმა მწვრთნელმა, მირჩა ლუჩესკუმ სერია ა-ს საჩემპიონო ბრძოლა შეაფასა. ვეტერანმა დამრიგებელმა გამოარჩია ნაპოლი და აღნიშნა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას დაკარგვის მიუხედავადაც კი, სამხრეთული კლუბი სკუდეტოსთვის იბრძოლებს. რუმინელი სპეციალისტი თვლის, რომ ეს ყველაფერი თავიდან ბოლომდე ანტონიო კონტეს დამსახურება არის.
"კონტეს გუნდები ყოველთვის ბოლომდე იბრძვიან - სხვანაირად მას უბრალოდ არ შეუძლია. ის საოცარი მწვრთნელია, კვარაცხელიას დაკარგვის მიუხედავადაც კი, ნაპოლი სასკუდეტო ბრძოლას აგრძელებს. დიახ, ეს თავიდან ბოლომდე სწორედ ანტონიოს დამსახურებაა. სეზონის დარჩენილ ნაწილში ძალიან დაძაბული ბრძოლა იქნება.
რაც შეეხება ინტერნაციონალეს, არის კომპონენტი, რომლითაც მოქმედი ჩემპიონი აღემატება "პარტენოპეის" - გამოცდილება. ვნახოთ, რა იქნება, წინ არაერთი საინტერესო მატჩი გველის", - განაცხადა მილანური კლუბის ყოფილმა სპეციალისტმა.