რაფაელ ნადალმა კარიერა დაასრულა

"მინდა, გაცნობოთ, რომ ჩოგბურთის პროფესიონალური კარიერა დავასრულე. გამოვიარე ძალიან რთული წლები, განსაკუთრებით, უკანასკნელ ორ სეზონში. ეს არის ძალიან რთული გადაწყვეტილება, რომელიც ოდესმე მიმიღია, მაგრამ ცხოვრებაში ყველაფერი იწყება და სრულდება. მადლობა ყველას, მადლობა ჩოგბურთო” - განაცხადა ესპანელმა ლეგენდამ.
ჩოგბურთის "ოქროს ხანა" უკავშირდება როჯერ ფედერერის, ნოვაკ ჯოკოვიჩისა და სწორედ "მატადორის" სახელებს. დღეს, აღნიშნული ტრიოდან აქტიურ სპორტში მხოლოდ სერბი ჩოგბურთელი რჩება. შვეიცარელმა კარიერა დაასრულა 2 წლის წინ, ამიერიდან კი უკვე ნადალმაც.








