- რა უპირატესობა აქვს პერსონალურ ვარჯიშებს?
- პერსონალური ვარჯიშები შესაძლებლობას იძლევა უმოკლეს დროში მიიღოთ სასურველი შედეგი, ყოველგვარი ზიანის გარეშე. პირადი მწვრთნელი ორიენტირებულია მოგცეთ მეტი მოტივაცია და აკონტროლოს ყოველკვირეული ვარჯიშს რუტინა.
- ძირითადად რა ასაკის ადამიანები ინტერესდებიან ვარჯიშით?
- 15-დან 55 წლამდე
- რა ასაკიდანაა რეკომენდებული ვარჯიში?
- ნებისმიერი ასაკიდან შესაძლებელია პერსონალური ვარჯიშის დაწყება, რა თქმა უნდა ასაკის შესაბამისი პროგრამით.
- დაინტერესებულებს ვარჯიშს სად ურჩევთ?
- Axis Towers Wellnes Center-ში, აქ ყველა პირობაა ვარჯიშისთვის, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინვენტარი და მოდერნიზებული გარემო შესაძლებლობას იძლევა ვარჯიში კიდევ უფრო სასიამოვნო გახდეს და სასურველი შედეგი მიიღოთ.
- Axis Towers fWellness Center-ს რა უპირატესობა აქვს?

- შედეგი რამდენ ხანში დგება საშუალოდ, რა თქმა უნდა გასათვალისწინებელია ინდივიდუალიზმი...
- რა თქმა უნდა მნიშვნელობა აქვს კონკრეტული ადამიანის მონაცემებს, საშუალოდ შედეგი 3 - 6 თვეში დგება.
- თქვენ ასევე კრივის ინდივიდუალური მწვრთნელი ხართ, რა უპირატესობა აქვს კრივს სხეულისთვის?
- ხელს უწყობს წონის კლებას, აუმჯობესებს გამძლეობას, მოქნილობას და კოორდინაციას. ზრდის რეაქციის დროს, ამცირებს გულსისხლძარღვთა დაავადებების რისკს და რაც მთავარია, მატებს ადამიანს თავდაჯერებულობას.
- ძირითადად რა მიზნით იწყებენ ვარჯიშს? წონის კლება თუ უბრალოდ ჯანსაღი ცხოვრების სტილი?
- წონის კლებაც არის ხოლმე ვარჯიშის მთავარი მიზანი, თუმცა სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი მოდის ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად და ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩვევად გადასაქცევად.
- რას ურჩევთ, მათ ვისაც ვარჯიშის დაწყება სურთ, რას მიაქციონ ყურადღება, როგორ შეარჩიონ კვალიფიციურ მწვრთნელი და შესაბამისი დარბაზი?
- პირველ რიგში ყურადღება უნდა მიექცეს დარბაზის აღჭურვილობას, ასევე მწვრთნელის კვალიფიკაციას. დღესდღეობით საქართველოში კარგი ტენდენციაა და უკვე გვყავს ბევრი გამოცდილი და კვალიფიციური მწვრთნელი, რაც ამ სფეროს განვითარებას განსაკუთრებულად უწყობს ხელს.








