UFC-ის რიგით 307-ზე ღონისძიებაზე რომან დოლიძემ კევინ ჰოლანდი დაამარცხა. საშუალო წონითი დივიზიონის მეათე ნომერმა მოწინააღმდეგეს ტექნიკური ნოკაუტით მოუგო. პარტერში გადასვლის შემდეგ, ქართველმა მებრძოლმა თავის ამერიკელ მეტოქეს დაუზიანა ნეკნი, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა ბრძოლის გაგრძელება ვერ შეძლო.
ცნობილია, თუ რა თანხა გამოიმუშავა "კავკასიელმა" ამ გამარჯვებით. ის მიიღებს გარანტირებულ 350 ათას დოლარს, PPV შემოსავლის პროცენტის გათვალისწინებით კი 36 წლის მებრძოლის ჯილდო 500 ათასამდე აიწევს. დაახლოებით იგივე თანხას მისი მეტოქეც მიიღებს. 307-ე ივენთიდან ყველაზე დიდ მოგებას ალექს პერეირა ნახავს.
ხალილ რანთრი უმცროსის დამარცხებით, ბრაზილიელმა ჩემპიონმა გარანტირებული 750 ათასი დოლარი აიღო. PPV-ის პროცენტის გათვალისწინებით კი "პუატანის" შემოსავალი 3 მილიონით შეივსება.