სენტ-ეტიენის განადგურებით, პარის სენ-ჟერმენი ლიგა 1-ის მორიგ ჩემპიონობას კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა. დედაქალაქურ გუნდს ტიტულის დროზე ადრე გაფორმების შანსი საფრანგეთის ჩემპიონატის უკვე შემდეგ ტურში ექნება. პსჟ 71 ქულით არის პირველ პოზიციაზე, მე-2 ადგილოსან მონაკოს კი 50 ქულა აქვს.
როგორც ვხედავთ, პარიზელებსა და "თავადებს" შორის სხვაობა არის 21 ქულა, რაც შვიდ გამარჯვებას მოიცავს. თეორიული შანსის შენარჩუნების შემთხვევაში, მონეგასკებს სჭირდებათ დარჩენილი 7 მატჩის მოგება, ისე რომ "ლურჯ-წითლებმა" ყველა თამაში უნდა წააგონ. იმ შემთხვევაში, თუ შემდეგ ტურში ლუის ენრიკეს გუნდი მოუგებს ანჟეს, "თეთრ-წითლები" ჩემპიონობის შანსს დაკარგავენ.
პარკ დე პრენსის ბინადრები შემდეგ შეხვედრას ჩაატარებენ 5 აპრილს, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალების წინ, დედაქალაქური კლუბი შესაძლოა უკვე საფრანგეთის ჩემპიონიც იყოს. აქვე დავამატებთ, რომ პარის სენ-ჟერმენის მეტოქე ევროსარბიელზე ბირმინგემის ასტონ ვილა არის.