საუბრები კილიან მბაპეს არადამაჯერებელი პერფომანსის შესახებ არ ცხრება. ლივერპულთან გაფუჭებული პენალტის შემდეგ, მან იგივე ბილბაოს ატლეტიკთან მატჩშიც გააკეთა. რა არის ფრანგი ფორვარდის ცუდი თამაშის მიზეზი? კრიშტიანუ რონალდუმ ამ ყველაფრის შესახებ ჯერ კიდევ სექტემბერში ისაუბრა.
"ვნახოთ, როგორი განწყობით ითამაშებს მბაპე რეალში. მისგან ელიან გუნდის ლიდერობას, თუმცა ეს ყველაფერი უდიდეს ზეწოლასთან არის კავშირში. კილიანმა უნდა გაითავისოს, რომ მადრიდული კლუბი პარის სენ-ჟერმენისგან განსხვავდება. მის ახალ გუნდში სხვა მოთხოვნები და კრიტერიუმებია. იქნება თუ არა "სამეფო კლუბი" ფრანგ ფორვარდთან ერთად უფრო ძლიერი? ვნახოთ, დრო გვიჩვენებს.
ვფიქრობ, "ბლანკოსი" კვლავ იქნება კონკურენტუნარიანი და ძლიერი, თუმცა იქნება თუ არა ისეთი, როგორიც გასულ სეზონში, არ ვიცი", - განაცხადა პორტუგალიელმა ფორვარდმა. შეგახსენებთ, რომ კარლო ანჩელოტის გუნდში გადასვლის შემდეგ, პსჟ-ს ყოფილმა შემტევმა 20 მატჩში 10 ბურთი გაიტანა.