მას შემდეგ, რაც ნაპოლიში ბრაზილიელი შემტევი დავიდ ნერეში გადავიდა, ამ გუნდის მთავარ ლიდერს ხვიჩა კვარაცხელიას კონკურენტი გამოუჩნდა და ნაწილი თვლის, რომ ძირითადში ნერეშმა უნდა ითამაშოს.
დღევანდელ შეხვედრაში ორივე მათგანი ძირითად შემადგენლობაში იყო - კვარაცხელია მარხცნიდან უტევდა, ნერეში კი მარჯვნიდან.
"რა თქმა უნდა, ჩემი საყვარელი პოზიცია მარჯვნიდან თამაშია და ყველაზე კომფორტულად თავს ამ პოზიციაზე ვგრძნობ, თუმცა ორივე ფლანგზე თამაში შემიძლია და სადაც დამაყენებენ, იქ ვითამაშებ.
სკუდეტოს მოგება? - კარგი გუნდი ვართ, მაგრამ ჯერ სეზონი ნახევარი კიდევ წინ არის, ამიტომ ნაბიჯ-ნაბიჯ თამაშები უნდა მოვიგოთ და მიზანს მივაღწიოთ", - განაცხადა ნერეშმა.
ნაპოლიმ ვენეცია საკუთარ მოედანზე 1:0 დაამარცხა, 41 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილს ატალანტასთან ერთად ლიდერობს.