როგორც მოგეხსენებათ, ენდრიკ დე სოუსა ძალიან მალე მადრიდის რეალს შეუერთება. ის უკვე არის ევროპის ყველაზე ტიტულოვანი გუნდის ფეხბურთელი, მაგრამ წესების თანახმად, 18 წლამდე მას სამშობლოში დარჩენა უწევს. ბრაზილიელი ფორვარდი "სამეფო კლუბის" სრულფასოვანი წევრი ივლისის მეორე ნახევარში გახდება.
ცნობილი ხდება, თუ რა ნომრით ითამაშებს "ბლანკოსის" მომავალი თავდამსხმელი თავის ახალ გუნდში. ის აიღებს მე-16 ნომერს, რომელიც ალვარო ოდრიოსოლას წასვლის შემდეგ, ვაკანტურია. კარიერის სტარტზე ამ ნომრით თამაშობდნენ ისეთი გამორჩეული შემსრულებლები, როგორებიც არიან: ემილიო ბუტრაგენიო, ფერნანდო იერო, რაულ გონსალესი და კარლოს კაზემირო.
აღსანიშნავია, რომ მათ მაისურზე რიცხვი 16 მხოლოდ ერთი სეზონით იყო. 17 წლის თავდამსხმელის საყვარელი ნომერი არის ცხრა, რომლითაც ის თამაშობს ბრაზილიის ეროვნულ გუნდსა და პალმეირასში, მაგრამ კარლო ანჩელოტის გუნდში ამ ნომერს აიღებს სხვა ახალწვეული, კილიან მბაპე.