კონფერენს ლიგის განმეორებითი მატჩის წინ, სადაც ტორპედო სტუმრად ორდაბასს დაუპირისპირდება, კომენტარი ქუთაისელთა მთავარმა მწვრთნელმა დირკ შუსტერმა გააკეთა.
"ყაზახეთში რამდენიმე დღით ადრე ჩამოვედით, რადგან გვსურდა აკლიმატიზაცია უკეთ გაგვევლო. მსურს ვისარგებლო შემთხვევით და "ორდაბასს" მადლობა გადავუხადო, რომ გუშინ სავარჯიშო მოედანი დაგვითმეს.
ხვალინდელი მატჩისთვის ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ის, რომ აქ ყველას ჩვენი დამარცხება სურს, არა თუ წნეხი, არამედ დამატებითი მოტივაციაა გუნდისთვის.
"ორდაბასის არაერთი მატჩი ვნახეთ. ჩვენს შემდეგ "ასტანასთან" ითამაშეს, ვნახეთ ის შეხვედრაც. ცხადია, რთული მეტოქეა, თუმცა ჩვენც შევუქმნით პრობლემებს.
პირველ მატჩში ხასიათი, მენტალიტეტი გამოვავლინეთ. იგივეს ვგეგმავთ ხვალ. ცვლილებები შემადგენლობაში იქნება, თუმცა ამაზე დღეს საუბარს არ ვაპირებ.", - განაცხადა შუსტერმა.








