ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში ლივერპული სტუმრად პსჟ-ს დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხა.
პირველ ტაიმში ხვიჩა კვარაცხელიამ ცაციათი ულამაზესი გოლი გაიტანა, თუმცა თამაშგარე დაფიქსირდა და გოლი არ ჩაითვალა.
"არადა, რა ლამაზი გოლი იყო...დასანანია, რომ ასეთი სილამაზის გოლი უქმდება", - ასე შეაფასა ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა ალესანდრო დელ პიერომ კვარას ეპიზოდი.
შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების განმეორებითი მატჩი ერთ კვირაში, ენფილზე შედგება.