საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი, განსაკუთრებულ ყურადღებას დაჯილდოების ცერემონიალს უთმობს, სადაც სპორტსმენები კვარცხლბეკზე ადიან და მოპოვებული მედლით ჯილდოვდებიან.
რა ხდება მაშინ, როდესაც სპორტსმენი მედლის სინჯით უკმაყოფილოა და დაჯილდოების ცერემონიალზე უარს ამბობს მის მიღებაზე? აღნიშნული ფაქტი მკაცრად ისჯება და საკმაოდ იშვიათად ხდება.
1992 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ პირველი ოლიმპიური თამაშები ბარსელონაში ჩატარდა, სადაც პოსტსაბჭოთა ქვეყნები (ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთის გამოკლებით) გაერთიანებული გუნდის სახელით გამოვიდნენ — მათ შორის იყო ძალოსანი იბრაჰიმ სამადოვი.
სამადოვი 82,5 კგ. წონით კატეგორიაში ევროპისა და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი იყო და ოლიმპიადაზეც მთავარ ფავორიტად მიიჩნეოდა. აღნიშნულ წონით კატეგორიაში, ორჭიდის ჯამში 370 კგ. სამმა სპორტსმენმა დააფიქსირა, ხოლო გამარჯვებული სხეულის მასით ყველაზე მსუბუქი, ბერძენი პიროს დიმასი გახდა. სამადოვი კი მხოლოდ იმიტომ, რომ კონკურენტებზე 50 გრამით მეტი იყო, ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.
მესამე ადგილმა ჩეჩენი ძალოსანი გაანაწყენა და დაჯილდოების ცერემონიაზე მედლის მიღებაზე უარი განაცხადა. საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა აღნიშნული ფაქტის გამო სამადოვი სამუდამო დისკვალიფიკაციით დასაჯა და ბოდიშის მიუხედავად, სასჯელი ბოლომდე ძალაში დატოვა.
370 días // #CuentaRegresivaParís24
— Data Olímpica (@DataOlimpica) July 22, 2023
370 kg. levantaron 3 pesistas (hasta 82.5kg) en Barcelona 92. El desempate le dio el🥇a Pyrros Dimas 🇬🇷. La🥈a Krzysztof Siemion 🇵🇱 y el🥉a Ibragim Samadov (Equipo Unificado), quien fue descalificado al dejar la medalla y retirarse del podio. pic.twitter.com/zEzKz7F9cj
მსგავსი ფაქტი დაფიქსირდა 2008 წლის პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე, როდესაც შვედმა მოჭიდავემ, არა აბრაჰამიანმა მოპოვებულ ბრინჯაოს მედალზე უარი განაცხადა და საჭიდაო ხალიჩაზე დადო.
იბრაჰიმ სამადოვის მსგავსად, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა შვედეთის სახელით მოასპარეზე მოჭიდავეც სამუდამო დისკვალიფიკაციით დასაჯა და პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე მოპოვებული ბრინჯაო გაუუქმა.









