ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე იბერია საკუთარ მოედანზე მალმიოს დაუპირისპირდება.
მატჩის წინ კომენტარი იბერიას მთავარმა მწვრთნელმა ლევან კორღალიძემ გააკეთა.
"მოსამზადებელი ეტაპით კმაყოფილი ვარ. ბულგარეთში ვიყავით, შეკრება იქ გავიარეთ და ჩემი ფეხბურთელები მზად არიან, რომ სასურველ შედეგს მიაღწიონ.
სუპერთასს რაც შეეხება, ამ ტურნირზე რაღაცეები ისე დავგეგმეთ, რაც შესაძლოა ჩემპიონთა ლიგაზე გამოგვეყენებინა. ცალი თვალით მაინც ჩემპიონთა ლიგისკენ ვიყურებოდი.
შინ თამაშის უპირატესობა გვაქვს, გულშემატკივრები იქნებიან და ამის იმედი გვაქვს. ვფიქრობ, ეს მეტოქესთან შედარებით დიდი უპირატესობა იქნება.
მალმიო განვიხილეთ, საკმაოდ გამოცდილი გუნდია. დიდი ხანია ერთად თამაშობენ და შეთამაშებულები არიან. მათ საკმაოდ მობილური ფეხბურთელები ჰყავთ", - განაცხადა კორღალიძემ.








