ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ტურნირის მატჩში, საკალათბურთო კლუბი ქუთაისი სლოვაკეთის ჩემპიონ ლევიცე პატრიოტის შეხვდა და 87:111 დამარცხდა. საკვალიფიკაციო ეტაპი ოლიმპიური სისტემით მიმდინარეობს, შესაბამაისად, ქუთაისელები ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის შანსს დაემშვიდობნენ და ფიბას ევროპის თასზე გადაინაცვლეს.
ევროპის თასზე კოტე ტუღუშის გუნდი J ჯგუფში იქნება წარმოდგენილი. ქართული გუნდის მეტოქეები ცნობილია: გერმანული ტელეკომ ბონი, ბულგარული ბალკანი და ბილბაო (ესპანეთი) - ნეპტუნასს (ლატვია) შორის გამარჯვებული. ფიბას ევროპის თასზე ჯგუფური ეტაპის თამაშები 9 ოქტომბერს დაიწყება.
ქუთაისი ხვალ საქართველოში დაბრუნდება და ახალი სეზონისთვის მზადებას განაგრძობს.
ფოტო: საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია.