ერთა ლიგის მეორე ტურის დასრულების შემდეგ, უეფამ თავის ვებგვერდზე გამოაქვეყნა გამოკითხვა, საუკეთესო გოლის გამოსავლენად. ნომინანტებს შორის არის საქართველოს ეროვნული გუნდის შუახაზელი, გიორგი ქოჩორაშვილიც, რომელმაც ალბანეთის ნაკრების კარი ულამაზესი შორეული დარტყმით აიღო.
ქართველი ცენტრალური ნახევარმცველის გარდა, ნომინანტებს შორის არიან ბენჟამინ შეშკო, იუსუფ პოულსენი და ენის ბარდი. შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგის ახალი სეზონის დაწყებამდე, ლევანტეს შუახაზელს "ჯვაროსნებში" გოლი გატანილი არ ჰქონდა. მან ჯერ ჩეხეთის ეროვნულ გუნდს გაუტანა, შემდეგ კი "არწივებს".
ჩვენი ნაკრების მეექვსე ნომრისთვის ხმის მიცემა შესაძლებელია აქ.
ქოჩორაშვილის ალბანეთთან გასროლა უეფამ საუკეთესო გოლებს შორის შეიყვანა









