Mundo Deportivo-ს ჟურნალისტმა, ხავიერ ალფარომ ლიონის თავდამსხმელს, გიორგი მიქაუტაძეს ვრცელი სტატია მიუძღვნა. მან ახალგაზრდა შემტევი შეადარა ქარიმ ბენზემას და აღნიშნა, რომ ქართველი ფორვარდი ევროპის ნებისმიერ ტოპ კლუბს მოუხდებოდა. შეგახსენებთ, რომ მის სახელს რომას უკავშირებენ.
"მიქაუტაძე თავისი მრავალფეროვანი სათამაშო სტილიდან გამომდინარე, ევროპის ნებისმიერ ტოპ გუნდს მოუხდებოდა. გოლის გატანა მისი ერთადერთი ძლიერი მხარე არ არის. ჟორჟი ლიონშია დაბადებული და ბევრი მას ბენზემას ადარებს. მისთვის იყო მნიშვნელოვანი მშობლიურ კლუბში დაბრუნება, მაგრამ არაა გამორიცხული, რომ ქართველმა ფორვარდმა ოლიმპიკი მაინც დატოვოს.
ამის მიზეზი არის რონული გუნდის რთული ფინანსური მდგომარეობა. ფრანგული გუნდის თავდამსხმელის გაფორმება სურს რომას, რომელიც მის სანაცვლოდ 30 მილიონს ჩამოდის. "ჯალორისის" გარდა, 24 წლის ფორვარდის სახელს ვესტ ჰემსაც უკავშირებენ", - აცხადებს ესპანელი ჟურნალისტი.