ევროპა ლიგის მე-6 ტურში ლიონმა მორიგი გამარჯვება მოიპოვა. სეზონის ცუდი სტარტის შემდეგ, გუნდი ფორმაში შევიდა და ამჯერად, მათ აინტრახტი ანგარიშით 3:2 დაამარცხეს.
მატჩის გამორჩეული ფეხბურთელი ჩერქი იყო, რომელმაც ჯერ გოლი გაიტანა, შემდეგ კი ორი საგოლე გადაცემა გააკეთა.
ლიონის ქართველ ფორვარდს გიორგი მიქაუტაძეს ცოტა სათამაშო დრო მიეცა და მოედანზე მხოლოდ 81-ე წუთზე შემოვიდა. ლიონი ევროპა ლიგაზე ლიდერებს შორისაა.
ლუკა სილაგაძისა და ლაშა ოდიშარიას რიგასმა მორიგი მარცხი განიცადა. ამჯერად, მათ სტუმრად მაკაბისთან წააგეს და შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსები შეიმცირეს. ოდიშარია ძირითად შემადგენლობაში იყო, სილაგაძე სათადარიგოზე და მოედანზე 89-ე წუთზე შევიდა.