1 მარტს, საფრანგეთის ჩემპიონატის ტურის გამორჩეული შეხვედრა ლილსა და პსჟ-ს შორის შედგება, თუმცა არის საუბრები, რომ ეს მატჩი შესაძლოა გადაიდოს.
საქმე იმაშია, რომ 4 მარტს ლილი ჩემპიონთა ლიგის მატჩს სტუმრად დორტმუნდის წინააღმდეგ ატარებს, 5 მარტს კი პსჟ საკუთარ მოედანზე ლივერპულს მასპინძლობს.
პსჟ-ს გრაფიკი შედარებით მისაღებია, ხოლო ვინაიდან ლილის თამაშები ერთმანეთთან ახლოსაა და პსჟ-სთან მატჩიდან მეორე დღესვე გუნდი გერმანიაში უნდა გაფრინდეს, ისინი თამაშის გადადების ინიციატივით გამოვიდნენ.
ლუის ენრიკე კატეგორიულ უარზეა, რომ თამაში გადაიდოს. ის თვლის, რომ ლივერპულთან მისი გუნდი მინდორზე 10 დღის უთამაშებელი ვერ გავა და 1 მარტს ჩანიშნული მატჩი მისთვის მნიშვნელოვანია.
საბოლოო გადაწყვეტილენა მიღებული არ არის, თუმცა თუ პსჟ-ს მხარე კვლავ უარზე იყო, ლილი-პსჟ-ს მატჩი არ გადაიდება და ჩატარდება.