მიუნხენის ბაიერნის ლეგენდარულმა მარცხენა მცველმა, ბექსანტ ლიზარაზუმ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. ვეტერანმა ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ ქართველი ვინგერი კარგად ჩაჯდება პარის სენ-ჟერმენის დამრიგებლის, ლუის ენრიკეს სათამაშო სტილში.
"იყო თუ არა პარის სენ-ჟერმენისთვის კვარაცხელიას ტრანსფერი აუცილებელი? უფრო კი, ვიდრე არა, რადგან ის შესანიშნავი დრიბლიორია. ბრწყინვალე მეპასეა, რომელსაც განსხვავების შექმნა ორივე ფლანგზე შეუძლია. პსჟ-ს ფლანგებზე ჰყავს დემბელე, ბარკოლა და დუე, უკანახაზში კი ჰაკიმი და მენდეში. დიახ, პარიზელებს ფეთქებადობა არ აკლიათ.
ამის მიუხედავად, ხვიჩას ტრანსფერი იყო აუცილებელი, რადგან ჩემი აზრით, ენრიკეს სათამაშო სტილში ის იდეალურად ჩაჯდება", - განაცხადა ყოფილმა ფრანგმა განაპირა მცველმა. შეგახსენებთ, რომ ქართველმა ვინგერმა პარიზში მოასწრო უკვე 2 მატჩის ჩატარება, რომელშიც 1 ასისტი გაიფორმა.