დღეს გაიმართება საფრანგეთის თასის 1/8 ფინალური დაპირისპირება ლე მანსა და პსჟ-ს შორის.
გასაკვირი არაა, რომ ამ მატჩში ლუის ენრიკე შედარებით გადახალისებული შემადგენლობით ითამაშებს, რადგან გუნდს თებერვალში საკმაოდ გადატვირთული გრაფიკი აქვს.
თუმცა ამ გადახალისებაში არ მოიაზრება ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც პსჟ-ს სულ ახლახანს შეუერთდა და ადაპტაციისთვის მისთვის ყველა მატჩი მნიშვნელოვანია.
შესაბამისად, დიდი ალბათობით, ენრიკე კვარას საფრანგეთის თასზე ძირითად შემადგენლობაში ათამაშებს, მაგრამ შეცვლილი ტრიოთი. ამჯერად, ხვიჩასთან ერთად დეზირე დუე და გონშალო რამოში შეუტევენ.
სავარაუდოდ, შეიცლება მეკარეც და დღევანდელ მატჩში პარიზელთა კარს საფონოვი დაიცავს.