ყაზანის რუბინის ყოფილმა შემტევმა, სოლტმურად ბაკაევმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ფეხბურთელები ერთად თამაშობდნენ "წითელ-მწვანეებში", 2019-2022 წლებში. ინგუშმა გარემარბმა აღნიშნა, რომ პარის სენ-ჟერმენის შემდეგ, ქართველი ვინგერი პრიმერა დივიზიონში უნდა გადავიდეს.
"ხვიჩა ჩემთვის ძმასავით არის. ის ქართველია, მე კი ინგუში, ჩვენ ერთმანეთთან ბევრი რამ გვაკავშირებს. ახლა მის კარიერაში დგება ახალი გამოწვევების დრო, მას შემდეგ, რაც კვარამ ნაპოლის სკუდეტო მოაგებინა. პარის სენ-ჟერმენს აქვს დიდი მიზნები, რაც პირველ რიგში ჩემპიონთა ლიგის მოგებას უკავშირდება.
იმ შემთხვევაში, თუ ქართველი ვინგერი პსჟ-ს ეტაპს გაივლის წარმატებულად, მას ახალი შესაძლებლობები გაეხსნება. მისთვის იდეალური იქნება გადასვლა ესპანეთში, პრიმერა დივიზიონში. ეს იქნება პარიზელთა ვინგერის კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი", - განაცხადა "ქვების" ყოფილმა გარემარბმა.