საფრანგეთის ჩემპიონატში გამართული მატჩი ტულუზასა და პსჟ-ს შორის, სტუმართა გამარჯვებით 0:1 დასრულდა.
მიუხედავად იმისა, რომ პარიზელებს მთელ თამაშში რამდენიმე რეალური მომენტი ჰქონდათ, მათ მხოლოდ ერთი გოლი გაიტანეს და მისი ავტორი ფაბიან რუისი იყო.
ძირითად შემადგენლობაში იყო პსჟ-ს ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც 90 წუთი ითამაშა და 7.1 შეფასება მიიღო.
22 ტურის შემდეგ, დედაქალაქელებს 56 ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილის ლიდერები არიან.