გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყველასთვის ცნობილი ფეხბურთელი მამადუ სახო კარიერას ქუთაისის ტორპედოში გააგრძელებს.
LaGazzetta.ge-ს ინფორმაციით, სახოს ტორპედოში გადასვლა თითქმის გადაწყვეტილია და ფრანგი ფეხბურთელი ქართულ კლუბთან 1+1-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს.
როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, სახოს ოჯახი უკვე ქუთაისშია და გუშინ, ეროვნული ლიგის მატჩსაც დაესწრნენ, სადაც ტორპედომ დინამო ბათუმი 1:0 დაამარცხა.
რაც შეეხება თავად სახოს, მოგეხსენებათ, ის წლების განმავლობაში პსჟ-ში თამაშობდა, პარიზელები საფრანგეთის ჩემპიონები გახდნენ და სახო სპეციალური სტუმრის სტატუსით დაჯილდოების ცერემონიაზე მიიწვიეს.
34 წლის მცველმა საჩემპიონო თასი სავსე "პარკ დე ფრანსზე" გამოიტანა და კაპიტანს გადასცა, ქუთაისში კი უახლოეს მომავალში ჩამოვა.
შეგახსენებთ, რომ სახო ისეთი ტოპ ლიგების გუნდებში თამაშობდა, როგორებიც ლივერპული, კრისტალ პალასი, მონპელიე და პსჟ არიან. ხოლო საფრანგეთის ნაკრებში მას 29 მატჩი აქვს ჩატარებული.
ბოლო წლებში, ტორპედო გამორჩეული ლეგიონერების ჩამოყვანით გამოირჩევა და როგორც კლუბში გვითხრეს, სახოს ტრანსფერი იქნება საწყისი ნაბიჯები ფრანკოფონურ სააგენტოებთან თანამშრომლობის, რათა ისინი არამხოლოდ ტორპედოთი, არამედ მთლიანად ეროვნული ლიგით დაინტერესდნენ.