ოფიციალურად — საფრანგეთის პროფესიონალური ფეხბურთის ლიგამ, ლიონის მთავარი მწვრთნელი პაულუ ფონსეკა,
9-თვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა! პორტუგალიელი სპეციალისტი მას შემდეგ დაისაჯა, რაც ლიგა 1-ის ბოლო ტურში, ფონსეკა მთავარ აბიტრს დაუპირისპირდა. განცხადებაში როგორც ვკითხულობთ, 52 წლის სპეციალისტის მოქმედება ჩაითვალა თავდასხმის მცდელობად და ძალიან აგრესიულ ჟესტად. იმის მიუხედავად, რომ პორტუგალიელმა ამ საქციელის გამო ბოდიში მოიხადა, პროფესიონალური ფეხბურთის ლიგამ მისი დასჯა მაინც გადაწყვიტა.
9-თვიანი დისკვალიფიკაცია იმას ნიშნავს, რომ პაულუ ფონსეკა საფეხბურთო მოედანზე 30 ნოემბრამდე ვერ გავა, რასაც დაემატა გასახდელში შესვლის აკრძალვაც, კერძოდ 15 სექტემბრამდე.
ამ გადაწყვეტილების შემდეგ, დარჩება თუ არა პაულუ ფონსეკა ლიონის მთავარ მწვრთნელად, ჯერჯერობით უცნობია.
იხილეთ დაპირისპირების ვიდეო