ნაპოლის ნახევარმცველმა, სკოტ მაკტომინეიმ დაასახელა ორი ფეხბურთელი, რომელმაც მასზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა. სამხრეთული გუნდის მოთამაშემ გაიხსენა მანჩესტერ იუნაიტედში გატარებული პერიოდი და აღნიშნა, რომ ინსპირაციას მაიკლ კერიკისა და ეშლი იანგისგან იღებდა.
"კერიკი და იანგი თავიანთი საქმის ნამდვილი პროფესიონალები არიან. ინსპირაციას სწორედ მათგან ვიღებდი. ისინი არიან ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელები, რომელთა გვერდითაც ოდესმე მითამაშია. განსაკუთრებით მინდა გამოვარჩიო მაიკლი, რომლის საქმისადმი მიდგომა უბრალოდ სხვა დონეზე იყო.
ინგლისელი ნახევარმცველი სხვებზე უკეთ ხედავდა შენს თამაშში ნაკლს და ამ ყველაფერზე როგორც ნამდვილი დამრიგებელი, ისე მიგითითებდა. ჩემი მიზანი იყო ყოველდღიური პროგრესი და ყველაზე მეტად სწორედ მანჩესტერის შუახაზელი დამეხმარა", - განაცხადა შოტლანდიელმა მოთამაშემ.