კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს მოქმედი ჩემპიონი დინამო ბათუმი მონტენეგროს წარმომადგენელ დეჩიჩს დაუპირისპირდება.
ბათუმი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობდა და ლუდოგორეცთან დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა. მეტიც, განმეორებით მატჩში აჭარლებმა შინ ბულგარეთის ჩემპიონებს ცალსახად აჯობეს და ბევრი მომენტი შექმნეს.
ამ თამაშმა დაგვიბრუნა იმედი, რომ ბათუმს მსგავსი თამაშით წელს ევროტურნირებზე წარმატებული ასპარეზობა შეუძლია და ის მუხტი დეჩიჩთან უნდა გაჰყვეთ.
ბილეთების ნახევარზე მეტი გაყიდულია და როგორც ყოველთვის, ბათუმი არენა ანშლაგის მოლოდინშია. ფეხბურთელებიც კარგ განწყობაზე არიან და დარწმუნებულები არიან, რომ სასურველ ანგარიშს დააფიქსირებენ.
რაც შეეხება დეჩიჩს, მოტენეგროს ჩემპიონი უელსურმა ტნს-მ გამოთიშა ასპარზეობას და ისინიც კონფერენს ლიგაზე გადაერთვნენ.
დინამო ბათუმის ბოლო 5 მატჩი: დინამო ბათუმი-ლუდოგორეცი 1:0, ლუდოგორეცი-დინამო ბათუმი 3:1, დინამო ბათუმი-იბერია 3:2, დინამო ბათუმი-ტორპედო 3:3, სამტრედია-დინამო ბათუმი 2:2
დეჩიჩის ბოლო 5 მატჩი: დეჩიჩი-ტნს 1:1, ტნს-დეჩიჩი 3:0, ვოივოდინა-დეჩიჩი 2:0, სუბოტიჩა-დეჩიჩი 2:0, ბოეგრადი-დეჩიჩი 1:0
დინამო ბათუმი - დეეჩიჩი
კონფერენს ლიგა, მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი
24 ივლისი, 21:00
ბათუმი არენა, ბათუმი
მთავარი მსაჯი: საიატ კარაბაევი (ყაზახეთი)
სავარაუდო შემადგენლობა: რიკარდო სილვა, ვანდერსონ სილვა, ხარაბაძე, კობახიძე, მალი, მამუჩაშვილი, სანტოსი, ვიქტორი, ღუდუშაური, გომისი, ბლესა