[პრევიუ] საქართველო-ფინეთი, მეორე წრის პირველი მატჩი თბილისში
![[პრევიუ] საქართველო-ფინეთი, მეორე წრის პირველი მატჩი თბილისში](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FcMJjcE5iBAJdz4Bhpey2Glq5RMIuDIK3.webp&w=3840&q=75)
მოწინააღმდეგე გუნდი თბილისში სასო სალინის გარეშე ჩამოფრინდა, რომელსაც ჰელსინკიში კარგი პერფორმანსი აჩვენა, თუმცა ოჯახური პირობების გამო, დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს. სალინის მაგივრად ეროვნულ ნაკრებში მიკაელ იანტუნენის უხმეს.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ცვლილება არ არის. განაცხადში ის 12 კალათბურთელი იქნება, რომლებიც 21 ნოემბერს ფინეთთან მატჩში ვიხილეთ.
ჩვენი გუნდის განაცხადი: გიორგი შერმადინი, ბექა ბურჯანაძე, რატი ანდრონიკაშვილი, კამარ ბოლდუინი, ლუკა მაზიაშვილი, მათე ხატიაშვილი, ლუკა ლიკლიკაძე, დუდა სანაძე, კახა ჯინჭარაძე, ალექსანდრე ფევაძე, გიორგი კორსანტია, თორნიკე შენგელია.
საქართველოსა და ფინეთის ეროვნული ნაკრებების მატჩი თბილისი არენაზე, 19:00 საათზე დაიწყება.
წყარო & ფოტო: საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია






