ამ მატჩის წინ, G ჯგუფის სიტუაციას შეგახსენებთ — ჯგუფს სერბეთი ლიდერობს, რომელსაც 8 ქულა აქვს. მეორე ადგილზე კი ჩვენი ნაკრებია, რომელსაც 4 ჩატარებული მატჩის შემდეგ, 6 ქულა მოუგროვდა. ამის შემდეგ მოდიან ევრობასკეთის ერთ-ერთი მასპინძელი ქვეყანა ფინეთი და დანია - ორივე ნაკრებს 5-5 ქულა აქვს. დღეს ჩვენი ნაკრების მიზანი მხოლოდ გამარჯვება უნდა იყოს, რადგან წაგების შემთხვევაში, ევრობასკეტზე გასვლა მხოლოდ ჩვენზე დამოკიდებული აღარ იქნება. ამ შემთხვევაში საგზურს მხოლოდ იმ შემთხვევაში მივიღებთ თუ სერბეთში გავიმარჯვებთ, დანია კი ფინეთთან წააგებს. სხვა შედეგის დაფიქსირების შემთხვევაში, ევრობასკეტზე მოხვედრის შანსს დავკარგავთ.
შეგახსნებეთ, პირველ მატჩში ჩვენი ნაკრები დანიასთან მძიმე ბრძოლაში, 75-69 დამარცხდა.
დღევანდელი მატჩისთვის საქართველოს ნაკრების 12-კაციანი განაცხადი ასე გამოიყურება:

ალექსანდარ ჯიკიჩის საზრუნავიც სწორედ შილდსის და კიდევ ერთი ევროვარსკვლავის, იფე ლუნდბერგის განეიტრალება იქნება.
დღევანდელ შეხვედრას თბილისი არენა უმასპინძლებს, მატჩი კი 21:00 საათზე დაიწყება. დანიასთან მატჩის ბილეთების გაყიდვა TKT.GE-ზე ამ დრომდე მიმდინარეობს.
![[პრევიუ] საქართველო-დანია, წინ ევრობასკეტისკენ!](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FplCEBmTvpGni3ZJ9zC91MoY00rUlevv2.webp&w=3840&q=75)












