დღეს გაიმართება საქართველოს სუპერთასის შეხვედრა დინამო თბილისსა და ქუთაისის ტორპედოს შორის.
ისტორიულად, ამ გუნდების დაპირისპირება ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევს ხოლმე. არ აქვს მნიშვნელობა, რა სიტუაციაში არიან გუნდები, მათი დაპირისპირებები მაინც პრინციპულად ითვლება.
სუპერთასის ნახევარფინალში დინამო თბილისმა იბერია 2:0 დაამარცხა, ტორპედომ კი დრამატულ შეხვედრაში სტუმრად დინამო ბათუმთან პენალტების სერიაში გაიმარჯვა.
ზოგადად კი ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში, ტორპედო 35 ქულით მეორე პოზიციას იკავებს, დინამო თბილისი 22 ქულით მე-5 ადგილზეა.
ორივე გუნდს თავისი პოლიტიკა აქვს - დინამო თბილისი წელს აქცენტს ახალგაზრდებზე და აკადემიის ფეხბურთელებზე აკეთებს, ამ გუნდის 80% აკადემიის მოთამაშეა.
ტორპედოს კი მაღალი დონის ლეგიონერები ჩამოჰყავს, ერთი ასეთი მამადუ სახოა. ლივერპულისა და საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ქუთაისურ გუნდს ცოტა ხნის წინ შეუერთდა.
აღსანიშნავია, რომ ტორპედოს ყველა ტურნირზე ჯამში 14-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.
დინამო თბილისის ბოლო 5 მატჩი: იბერია-დინამო თბილისი 0:2, დინამო თბილისი-გაგრა 2:0, კოლხეთი-დინამო თბილისი 2:2, დინამო თბილისი-დინამო ბათუმი 1:2. დილა-დინამო თბილისი 2:1;
ტორპედოს ბოლო 5 მატჩი: დინამო ბათუმი-ტორპედო 3:3, ტორპედო-თელავი 1:0, სამგურალი-ტორპედო 1:3, ტორპედო-გაგრა 2:1, კოლხეთი-ტორპედო 2:5;
დინამო თბილისი - ტორპედო:
საქართველოს სუპრთასის ფინალი
3 ივლისი, 21:00 საათი
დავით პეტრიაშვილი არენა, თბილისი
სავარაუდო შემადგენლობები
დინამო თბილისი: მაქაცარია, ბაგრატიონი, ბერელიძე, კალანდაძე, ხარებაშვილი, ოსიყმაშვილი, ოქრიაშვილი, უგრეხელიძე, სალია, სიხარულიშვილი, ცეცხლაძე.
ტორპედო: კლიაიჩი, შერგელაშვილი, სანდოხაძე, ნადარაია, მონტეირო, მჭედლიშვილი, პირესი, აურო, არაბიძე, გიგაური, იონსენი.