წინა ტურში ჩვენს მიერ გაწეული თითქმის ყველა რეკომენდაცია გამართლდა განსაკუთრებით კი ბრუნოს შესახებ. გამოგვყევი მე-12 ტურშიც.
მე-12 ტურიდან პრემიერ ლიგის ფენტეზის მენეჯერების საყვარელი პერიოდი აიღებს სტარტს. სანაკრებო პაუზა გაზაფხულამდე, 29-ე ტურამდე, აღარ შეგვიშლის ხელს. წინ ულიმიტო ინგლისური ფეხბურთი, boxing day და უამრავი საინტერესო დაპირისპირება გველის. ფენტეზიში ნამდვილი ბრძოლა ახლა იწყება - 40 დღეში, 9 ტური ჩატარდება, როგორც ხედავ, დეკემბერი ბევრ რამეს გადაწყვეტს, ასე რომ კარგად მოემზადე - Winter is coming.
ფენტეზურ „გამოზამთრებაში“ La Gazzetta dello Sport Georgia დაგეხმარება. ყურადღებით გაეცანი ჩვენს რჩევებსა და რეკომენდაციებს, არ დაგავიწყდეს წინ მნიშვნელოვანი სათამაშო დღეები გელის.
ჰოლანდი (£15.2) სალაჰი (£12.9) თუ პალმერი (£10.9) ?
შეიძლება ითქვას რომ ეს კითხვა, პრემიერ ლიგის ფენტეზის მიმდინარე სეზონში შექსპირის ცნობილი ფრაზის - „To be or not to be“_ის საფეხბურთო ექვივალენტია.
ჰოლანდის, სალაჰისა და პალმერის ჩვენს გუნდებში სწორ დროს „ყოფნა“, მნიშვნელოვნად განაპირობებს ჩვენს ფენტეზისეულ „ყოფას“ მე-12 ტურში მენეჯერების უმრავლესობას ვილდქარდი უკვე გამოყენებული აქვს, ჰოლანდიდან სალაჰზე ან სალაჰიდან ჰოლანდზე „მიგრაცია“ კი ბევრ ტრანსფერსა და გუნდის სტრუქტურის მთლიანად ცვლილებას მოითხოვს. თუ ტრანსფერები დააგროვე მაშინ ასეთი ცვლილება გამართლებულია, მაგრამ თუ ბევრი „მინუს ქულის“ აღება გიწევს, ამ შემთხვევაში კარგად უნდა დაფიქრდე.
ეს კითხვა სწორი არჩავანის გაკეთებაში დაგეხმარება - ვინ იქნება შენი კაპიტანი მომავალ ტურებში ?
თუ გუნდში ფენტეზის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გყავს და არ გააკაპიტნებ, მაშინ ნამდვილად გჭირდება ასეთი მოთამაშე? შევაჯამოთ.
თუ ჰოლანდს იყიდი ან იტოვებ, ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ მას უახლოეს ტურებში საუკეთესო კაპიტნად მიიჩნევ.
ეს ცხრილი გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარება:

GW12: სალაჰი vs. საუთჰემპტონი (ჰოლანდი vs. სპურსი)
GW13: პალმერი vs. ასტონ ვილა (ჰოლანდი vs. ლივერპული)
GW14: პალმერი vs. საუთჰემპტონი (ჰოლანდი vs. ფორესტი)
GW15: სალაჰი vs. ევერტონი (ჰოლანდი vs. პალასი)
GW16: სალაჰი vs. ფულჰემი (ჰოლანდი vs. მანჩესტერი)
GW17: პალმერი vs. ევერტონი (ჰოლანდი vs. ასტონ ვილა)
GW18: სალაჰი vs. ლესტერი (ჰოლანდი vs. ევერტონი)
მე-18 და მე-19 ტურიდან ნორვეგიელის ძალიან ხელსაყრელი მატჩები ელის წინ, თუმცა მანამდე, როგორც ხედავ „უჰოლანდობასთან“ გამკლავებას სალაჰისა და პალმერის დახმარებით შეძლებ.
თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში ჰოლანდის გუნდიდან გაშვება დიდ რისკთანაა დაკავშირებული, თუ კვლავ გადაწვეტილების მიღების პროცესში ხარ,
გაითვალისწინე:
• მანჩესტერ სიტიმ ყველა ტურნირზე ზედიზედ 4 მატჩი წააგო;
• გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დიდი იმის ალბათობა, რომ სპურსს დაცვის ორივე ლიდერი გამოაკლდეს - რომეროც და ვან დენ ვენიც.
• ასევე, გუშინ მანჩესტერ სიტიმ, პეპთან კონტრაქტის 2027 წლამდე გახანგრძლივება დაადასტურა, რაც დამატებითი მოტივაცია იქნება ფეხბურთელებისთვის.
• ჰოლანდი & KDB
o ჰოლანდი, KDB_ისთან ერთად - 7 ჰეთ-თრიკი, 55 გოლი და 9 ასისტი ეს ყველაფერი 51 პრემიერლიგურ მატჩში;
o ჰოლანდი, KDB_ის გარეშე - 1 ჰეთ-თრიკი, 20 გოლი და 4 ასისტი - 26 პრემიერ ლიგურ მატჩში.
თუმცა 2024 წლის მატჩებში ეს სტატისტიკა განახევრებულია:
ბელგიელი ხუთშაბათის ვარჯიშის ფოტოებზე დაფიქსირდა, დიდი ალბათობით სასტარტოშიც იქნება.

ზედიზედ ორი ტურია ერლინგ ჰოლანდი, პრემიერ ლიგის ფენტეზის ერთ-ერთი ყველაზე „გაყიდვადი“ ფეხბურთელია, შესაბამისად მენეჯერების უმრავლესობა ფორვარდების ძიებაშია. ქვევით მისი შემცვლელების შესახებ მოკლე მიმოხილვას ნახავ, რაც გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარება.
🔵 ნიკო ჯექსონი
💰 £7,9
📈TSB: 17.2% - (ფენტეზის მენეჯერების რამდენ პროცენტს ჰყავს გუნდში)
✅ ჩელსის წინ იდეალური კალენდარი აქვს - GW12 LEI (A), GW13 AVL (H) GW14 SOU (A)
❌ ჯექსონის ალტერნატივა მიმზიდველად გამოიყურება, თუმცა მას მხოლოდ ერთი ყვითელი ბარათი აშორებს ერთმატჩიან დისკვალიფიკაციას;
❌ მე-14 ტური შუა კვირასაა, ვილასთან მატჩის შემდეგ მხოლოდ 3 დღე იქნებდა გასული, მე-15 ტურში კი, ჩელსის მძიმე მატჩი ელის სპურსის წინააღმდეგ. შესაძლოა მარესკამ ნიკო დაასვენოს ან ნაადრევად შეცვალოს.
📝 ალტერნატივა - პედრო ნეტუ (£6.2) - ზედიზედ 3 მატჩი შეუცვლელად ითამაშა. 1 ასისტი და 1 გოლი უკანასკნელ 3 მატჩში.
⚫️ ალექსანდერ ისააკი
💰 £8.5
📈TSB: 17.7%
✅ შვედს წინ კარგი მატჩები აქვს - GW12 WHU (H), GW13 CRY (A) GW14 LIV (H)
✅ ბოლო 3 შეხვედრაში - 1 ასისტი და 3 გოლი დაუგროვდა, რაც 26 ქულას უდრის. ასევე ასრულებს თერთმეტმეტრიანებსაც, თუმცა სანაკრებო პაუზის დროს პენალტი გააცუდა.
✅ ისააკის სტატისტიკა ტრავმიდან დაბრუნების შემდეგ:
• კარში დარტყმები - პირველი ადგილი;
• დარტყმები საჯარიმოს შიგნიდან - მე-3 ადგილი;
• მოსალოდნელი გოლი და მოსალოდნელ გოლში მონაწილეობის მიღება - მე-2 ადგილი;
• დაგროვილი FPLქულები - 4-ე ადგილი.
📝 ალტერნატივა - ენტონი გორდონი (£7.2) - თუ ისააკის ყიდვას ვერ ახერხებ, ენტონი გორდონი, მისი საინტერესო ალტერნატივაა. ფორესტის წინააღმდეგ ინგლისელის მოსალოდნელ გოლში მონაწილეობის ინდექსი (xGI) 0.62 იყო.
🔵 ჟოაო პედრო
💰 £5.5
📈TSB: 8.1%
✅ ხელსაყრელი კალენდარი ზედიზედ 6 ტურის განმავლობაში - GW12 BOU (A), GW13 SOU (H), GW14 FUL (A), GW15 LEI (A), GW16 CRY (H), GW17 WHU (A), GW18 BRE (H).
✅ასრულებს თერთმეტრიანებს, ჯერ კიდევ Differential_ია და ქმნის გუნდის ბიუჯეტურ სტრუქტურას.
❌ ჟოაო პედრო ხანგრძლივი ტრავმის მერე დაუბრუნდა ბრაიტონს და მოედანზე 25 წუთი დაჰყო. ამ მოკლე დროში, სიტის წინააღმდეგ ბრაზილიელმა გოლსა და ასისტს მოუყარა თავი. მართალია მისი ფასი სწრაფად იზრდება, თუმცა შესაძლოა ერთი ტურით მოცდა სჯობდეს, ასე მისი ფიტნესისა და წუთების შესახებ მეტ ინფორმაციას მივიღებთ. თანაც მალე პრემიერლიგური მატჩების ინტენსივობა გაიზრდება, რა დროსაც დიდი მნიშვნელობა აქვს ფეხბურთელების სათამაშო დროს.
• ვისსა (£6.1) - მასზე უკეთესი მოსალოდნელი გოლის ინდექსი მხოლოდ ერლინგ ჰოლანდს აქვს. ვისსამ ბოლო 3 მატჩში, 25 ქულა დააგროვა. შემდგომი 3 ოპონენტი -
GW12 EVE (A), GW13 LEI (H), GW14 AVL (A)
• მატეუს კუნია (£6.8) - ბრაზილიელი ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი არჩევანია ბიუჯეტურ ფორვარდებს შორის, მის შესახებ თითქმის ყოველ კვირაა ვწერთ, ამიტომ ცალკე რუბრიკას, აღარ გთავაზობთ. კუნია გუნდის ლიდერია, შეუცვლელად თამაშობს, თითქმის ყველა შეტევაში იღებს მონაწილეობას, ასრულებს სტანდარტებსა და თერთმეტმეტრიანებს.
უკანასკნელ 3 მატჩში 27 ქულის მოგროვება შეძლო, რაც 2 გოლი და 2 ასისტია.
შემდგომი 3 ოპონენტი - GW12 FUL (A), GW13 BOU (H), GW14 EVE (A)
ასევე ჰორიზონტზეა მატჩები ვესტ ჰემთან, იფსვიჩსა და ლესტერთან.
• რაულ ხიმენესი (£5.8) - საინტერესო მიმართება შეგიძლია დაიჭირო მექსიკელის ფორმასა და რის ნელსონის სასტარტოში დაწინაურებას შორის. ექს-არსენალელმა ბოლო 2 მატჩი ძირითადში დაიწყო, ამის შემდგომ ნელსონის ანგარიშზე 7 დარტყმაა საჯარიმოს შიგნიდან, ხიმენესმა კი მხოლოდ 2-ჯერ დაარტყა. ვულვზი ხელსაყრელი მეტოქეა, ამიტომ სასურველია მექსიკელს კიდევ ერთი ტურს მივცეთ, თუმცა თუ რაული კვლავაც ნელსონის ჩრდილში იქნება, შემგომი ტურიდან გირჩევ გაყიდო.
• ევანილსონი (£6.0) - უკანასკნელ 3 მატჩში ბრაზილიელის ანგარიშზე 3 ზედიზედ გატანილი გოლი და 23 ქულაა. “ალუბლებს” კარგი კალენდარიც უწყობთ ხელს:
GW12 BHA (H), GW13 WOL (A), GW14 TOT (H), GW15 IPS (A), GW16 WHU(H).
მიუხედავად ასეთი შედეგებისა, რთულია მისთვის ადგილის გამოძებნა, რადგან წელს ფენტეზიში კარგი ბიუჯეტური ფორვარდების უპრეცენდენტო სიმრავლეა.
• ოლი ვოტკინსი (£9.0) - ერთი შეხედვით ოლის ძალიან მიმზიდველი კალენდარი აქვს, მაგრამ არ დაგავიწყდეს “ვილანები” ორ ფრონტზე იბრძვიან. მომდევნო 22 დღეში 7 მატჩის გამართვა მოუწევს ! ასეთი ინტენსივობა "Red flag" უნდა იყოს ფენტეზის ყველა იმ მენეჯერისთვის, ვინც ვილას ფეხბურთელების აყვანას განიხილავს. „ვილანების“ მომდევნო მატჩები:
o 23 ნოემბერი 🆚 კრისტალ პალასი (A)
o 28 ნოემბერი 🆚 იუვენტუსი (H)
o 1 დეკემბერი 🆚 ჩელსი (A)
o 5 დეკემბერი 🆚 ბრენტფორდი (H)
o 7 დეკემბერი 🆚 საუთჰემპტონი (A)
o 11 დეკემბერი 🆚 ლაიპციგი (A)
o 14 დეკემბერი 🆚 ნოტინგჰემი (A)
შემდგომ კი მიჯრით, 3 რთული მატჩი - სიტის, ნიუკასლისა და ბრაიტონის წინააღმდეგ.

მცველები
ტრენტ ალექსანდრ-არნოლდის (£7,0) ტრავმამ ფენტეზის მენეჯერები ძალიან დიდი დილემის წინაშე დააყენა. გუნდი, რომელიც ყველაზე ცოტა გოლს უშვებს, ეთამაშება მეტოქეს, რომელიც ყველაზე ნაკლებ შანსს ქმნის და ამავდროულად გოლების უმრავლესობა გაშვებული აქვს მარჯვენა, ანუ ტრენტის ფლანგიდან.
მენეჯერების ვისაც არნოლდი ჰყავს რთული გადაწყვეტილების მიღება მოუწევთ:
• სავარაუდოდ ტრენტი „წმინდანების“ წინააღმდეგ გასამართ მატჩს გამოტოვებს, შემდგომ კი ორი რთული შეხვედრა მოდის სიტისა და ნიუკასლის წინააღმდეგ;
• 1-7 დეკემბრის ჩათვლით ლივერპულს 3 მატჩის ჩატარება მოუწევს, თუ არნოლდი მომჯობინებას მოასწრებს, მისი წუთები მაინც საფრთხის ქვეშაა, რადგანაც ტრავმიდან ახალ დაბრუნებულს შესაძლოა გაუჭირდეს ასეთ ინტენსივობასთან გამკლავება;
• ყველაზე ძვირადღირებული მცველის სკამზე ყოფნა კარგი გადაწყვეტილება არაა, გარემოება ინგლისელის გაყიდვას გვკარნახობს, თუმცა სულ მალე მისი უკან დაბრუნება მოგინდება, ასეთი ფასიანი მოთამაშის ყიდვა, კი რთული გამოწვევაა.
რთული დილემის გადაწყვეტაში La Gazzetta dello Sport Georgia-ს რჩევები დაგეხმარება:
პრემიუმ მცველები
პრემიერ ლიგის ფენტეზის მენეჯერები უპირველეს ყოვლისა ტრენტის შემცვლელის პოზიციაზე ვირჯილს (£6,3) და კონატეს (£5,4) მოიაზრებენ. წუთების თვალსაზრისით VVD ყველაზე საიმედო არჩევანია, თუმცა ფასში სხვაობა დიდია, ამიტომაც იბუს ვარიანტს გირჩევ, თანაც უკანასკნელ მატჩებში კონატეს უკეთესი მოსალონდელი გოლების ინდექსი აქვს, ვიდრე ვირჯილს.
რა თქმა უნდა, ლივერპულის სხვა მცველებზეც შეიძლება ფიქრი, თუმცა სარისკოა. რობერტსონს (£6,9) სათამაშო დროს ციმიკასი (£4,6) ეცილება, ასევე ძალიან სახიფათოა გომესის (£4,8) და ბრედლის (£4,7) წუთებიც.
სიტის უკანა ხაზიდან გვარდიოლი (£6,3) უალტერნატივოა, თუ იოსკო ამ დრომდე არ გიყიდია, მაშინ ის უკვე ხელიდან გაშვებული შესაძლებლობაა. ხორვატის ყიდვა ცოტათი გვიანია. სიტის რთული კალენდარი ეწყება, მანჩსტერი სიტის დაცვა კი ბოლო პერიოდში წარმატებებით ვერ დაიკვეხნის. სიტის სხვა მცველის ყიდვას კი არ გირჩევ, ყველა მათგანი აქტიურ როტაციაშია ჩაბმული, მათ შორის უკვე რიკოც.
დრო მოვიდა არსენალმა თამაში დაალაგოს. მე-5 ტურის შემდეგ ლონდონელები, კვლავაც მშრალად შენახული კარის მოლოდინში არიან. არსენალს იოლი მატჩები ელის წინ, თუ გუნდში „მეთოფეების“ უკანახაზელები არ გყავს, მაშინ უკვე დროა მათ ყიდვაზე დაფიქრდე.
მომდევნო შეხვედრებში არსენალის „ორმაგის დაცვის“ იდეაც, საინტერესოდ გამოიყურება.
შედეგიანობის თვალსაზრისით გაბრიელი (£6,1) ლიდერობს, სალიბა (£6,0) ყველაზე პოპულარული არჩევანია ფენტეზის მენეჯერებს შორის. თუ ისეთ ფეხბურთელს ეძებ, რომელიც ე.წ. Differential_ია, ანუ ფენტეზის მენეჯერების დიდ ნაწილს გუნდში არ ჰყავს, ასეთი ტიმბერია (£5.5). ბენ ვაითი (£6,3) გუნდს მინიმუმ 6 კვირა ვერ დაეხმარება, ეს როტაციის შანსებს ამცირებს, თუმცა ბოლომდე არა.
არსენალის მომდევნო მატჩები:
GW12 NFO (H), GW13 WHU (A), GW14 MUN (H), GW15 FUL (A), GW16 EVE (H), GW17 CRY (A), GW18 IPS (H).
⚫️ ჰოლი
💰 £4.4
📈TSB: 4.3%
✅ ინგლისელს წინ კარგი მატჩები აქვს - GW12 WHU (H), GW13 CRY (A) GW14 LIV (H)
✅ მე-6 ტურიდან შეუცვლელად თამაშობს, დროის თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზეა საიმედოა ნიუკასლის ფლანგის მცელებს შორის.
✅ ასრულებს სტანდარტულებს, რაც დამატებითი ბენეფიტია.
❌ ჰოლს 2 ყვითელი ბარათი აშორებს ერთმატჩიან დისკვალიფიკაციას.
💰 £4.4
📈TSB: 4.3%
✅ ინგლისელს წინ კარგი მატჩები აქვს - GW12 WHU (H), GW13 CRY (A) GW14 LIV (H)
✅ 12 ტურია შეუცვლელად თამაშობს, ყველაზე საიმედოა ჩელსის მცველებს შორის.
❌ კოლვილს მწირი შეტევითი პოტენციალი აქვს, მისგან ერთადერთი სარგებელი მშრალად შენახული კარი იქნება. ლევაისაც ჰოლის მსგავსად 3 ყვითელი ბარათი აქვს.
🔵 ბრაიტონის მცველები
✅ ხელსაყრელი კალენდარი ზედიზედ 6 ტურის განმავლობაში - GW12 BOU (A), GW13 SOU (H), GW14 FUL (A), GW15 LEI (A), GW16 CRY (H), GW17 WHU (A), GW18 BRE (H).
დანკი (£4,4) დაბრუნდა, თუმცა იწერება რომ არსებობს იგორთან (£4,4) როტაციის საფრთხე. ესტუპინიანის (£5,0) შეტევითი პოტენციალი კარგით, თუმცა დიდი კითხვის ნიშნებია მის დაცვით უნარებთან დაკავშირებით. ამ რაკურსით ყველაზე საიმედო ველტმანისა (£4,5) და ვან ჰეკეს (£4,5) ალტერნატივებია. ჟოელი იშვიათად, მაგრამ როტაციაში მაინც ხვდება. სათამაშო წუთების თვალსაზრისით ყველაზე უსაფრთხო ჟან პოლია, თუმცა მისი შეტევითი პოტენციალი პრემიერ ლიგის მასშტაბით, ერთ-ერთი ყველაზე უარესია, ასევე რთულად იღებს ბონუს ქულებსაც.
🍒 კერკესი (£4.4) - კარგი შეტევითი პოტენციალი აქვს, კალენდარიც ნორმალურია, თუმცა კითხვები ალუბლების დაცვასთან დაკავშირებით მუდმივადაა.
🐺 რაიან აიტ-ნური (£4.7) - განვლილი ტურებია რაიანის შესახებ მუდმივად ვწერთ, ჩვენი რეკომენდაცია მასთან მიმართებაში ამართლებს. უკიდურესად შემტევია, თუმცა რამდენადაც სახიფათოა წინ, იმდენად არასტაბილურია დაცვით ამპლუაში.
🔴 მანჩესტერის მცველები - იუნაიტედის კალენდარი მალე გართულდება. ჯერ უცნობია რა ტაქტიკას აირჩევს „წითელი ეშმაკების“ ახალი დამრიგებელი, ამიტომ თავის შეკავებას გირჩევ.
⚪ ფულჰემის მცველები - ამ მხრივ ლონდონელები გამოირჩევიან, ისინი მეტოქეებს ბევრ შანს არ აქმნევინებენ. თუ ბიუჯეტურ ალტერნატივას ეძებ, ანდერსენი შესაფერისი არჩევანია (£4.3) ცალსახად უკეთესი შეტევითი პოტენცია კი რობინსონს აქვს (£4.7)
ამის შესახებ წინა ტურშიც გაგაფთხილეთ, თვალი ადევნეთ ყვითელი ბარათების სტატისტიკასაც, მე-5 ბარათის მიღების შემთხვევავში ფეხბურთელები ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციის დაისჯებიან.
ამ სიაში ოთხბარათიანი ფეხბურთელებია:
⚠️ აიტ ნური
⚠️ სემენიო
⚠️ ჯექსონი
⚠️ კლიუვერტი
⚠️ დიბლინგი
⚠️ კინი
⚠️ ლისანდრო მარტინესი
⚠️ დენ ბარნი
⚠️ შარი
WILDCARD
თუ ვაილდქარდი ამ დრომდე შემოგრჩა ქვევით, რამდენიმე რეკომენდაციას ნახავ საუკეთესო ალტერნატივების შესახებ.
ფაბიანსკი - სათადარიგო მეკარედ, ყველაზე ბიუჯეტური კანდიდატია.
კონატე ან ვირჯილი - ლივერპულის მცველებიდან ერთ-ერთი მაინც უნდა გყავდეს, არჩევანი დამოკიდებულია ბიუჯეტზე.
გაბრიელი ან სალიბა - იგივე, არსენალის მცველებიდან ერთ-ერთი მაინც უნდა გყავდეს.
აიტ-ნური - ვაილდქარდის ფარგლებში ალჟირელის აყვანას 100%_ით ვემხრობით.
ჰოლი ან კოლვილი - ორივეს მიმზიდველი კალენდარი აქვს.
❌ პოროს კარგია არჩევანი აღარაა, ტოტენჰემს მთავარი დაცვითი დუო არ ეყოლება, ასევე აერია კალენდარიც.
სალაჰი - კომენტარს არ საჭიროებს;
პალმერი - კომენტარს არ საჭიროებს.
ბრუნოს მე-14 ტურიდან მძიმე მატჩები ელის, თუმცა მანამდე მისგან დიდ ქულებს კვლავ ველით.
სემენიო ან ESR - ორივემ დაამტკიცა სტაბილურობა.
მბუმო ან ვისსა - შესაძლოა ორივე, მინიმუმ ერთ-ერთი მაინც. არ დაგავიწყდეს „ფუტკრების“ გამორჩეული შეტევითი პოტენციალი.
ისააკი, კუნია, პედრო - ეს შემტევი ტრიო საშუალებას მოგცემს გუნდის ნახევარდაცვა ისე გააძლიერო რომ საკასთვისაც გეყოს ბიუჯეტი.
ჩვენს ლიგას ასე შეგიძლია შემოურთდე - ლიგის არჩევის გვერდზე, შეიყვანე LaGazzetta-ს ლიგის კოდი: cuikc0 ან გადადი ამ ბმულზე.
ავტორი: გიორგი მახარაძე







