პრემიერ ლიგის 2024/25 სეზონი დასასრულს მიუახლოვდა. ჩემპიონის ვინაობა უკვე გარკვეულია, ინტრიგა კი მხოლოდ ევროტურნირებისთვის მებრძოლ გუნდებს ეხება. გასარკვევია ლივერულთან და არსენალთან ერთად, კიდევ რომელი 3 გუნდი შეძლებს ჩემპიონთა ლიგაზე გასვლას. ამ სამი ადგილისთვის ბრძოლაში ნიუკასლი, მანჩესტერ სიტი, ჩელსი, ასტონ ვილა და ნოტინგემ ფორესტი არიან.
სეზონი სრულდება LaGazzetta.ge-ის ფენტეზი ლიგაშიც, სადაც პირველობისთვუს ბრძოლა გრძელდება. ამ მომენტისთვის ლიგას 49'ers ლიდერობს — მის ანგარიშზე 2544 ქულაა. რაც შეეხება მეორე ადგილოსანს, აქ Luxon-ს ვხვდებით, რომელიც გათამაშების ლიდერს სულ რაღაც 9 ქულით ჩამორჩება. სამეულს Mithridates Eupator ხურავს, რომლის ანგარიშზეც ამ მომენტისთვის 2533 ქულაა.
პირველი ათეული სხვა მონაწილეებს შედარებით მოწყვეტილია და თამამად შეგვიძლია იმის თქმა, რომ ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე, საპრიზო პოზიციებზე გასვლას დიდი ალბათობით ათეულში მყოფი მენეჯერები მოახერხებენ.
ლიდერბორდი
| პოზიცია | გუნდი | მენეჯერი | ქულა |
| 1 | 49'ers | Bekoshvili .. | 2544 |
| 2 | Luxon | Chavchava Goat | 2535 |
| 3 | Mithridates Eupator | Beka Margvelashvili | 2533 |
| 4 | Merseyside red | Kote Rekhviashvili | 2522 |
| 5 | MAMARDA | Uta Beria | 2512 |
| 6 | Dolya Kvishkhetskaya | Dato Alpaidze | 2511 |
| 7 | Meskho | Giorgi Meskhia | 2503 |
| 8 | B_AD3R | Beka Mamuladze | 2498 |
| 9 | wulu | Luka Tsulukidze | 2480 |
| 10 | Gigaldo | Giga Guliashvili | 2480 |
შემოუერთდი ჩვენს FPL ლიგას. ლიგის არჩევის გვერდზე, შეიყვანე LaGazzetta-ს ლიგის კოდი: cuikc0 ან გადადი ამ ბმულზე.







