ნაპოლისთან წაგებული 1:0 მატჩის შემდეგ, კომენტარი რომას ახალმა მთავარმა მწვრთნელმა კლაუდიო რანიერიმ გააკეთა.
"პირველ ტაიმში ბევრი შეცდომა გვქონდა, მოსამზადებლად დიდი დრო არ გვქონდა და დარწმუნებული ვარ, მომავალში ყველაფერს უკეთ დავალაგებთ.
მეორე ნახევარში ნახეთ, რომ მათ სივრცეები შევუზღუდეთ. მაგალითად, ლუკაკუს და კვარას შემთხვევას გეტყვით - ისინი ბურთს სივრცეში ხშირად იღებდნენ ხოლმე, მცველები მათ მარტო ტოვებდნენ და კვარასთან უკან ჩამოსვლა ელ შაარავის უწევდა.
მეორე ტაიმში კი გეგმა გადავაწყვეტე და ჩემი მიზანი ბურთის შენარჩუნება იყო. ვმუშაობთ, რომ ამ კომპონენთში კიდევ უფრო დავიხვეწოთ", - განაცხადა რანიერიმ.
შეგახსენებთ, რომ კვარაცხელია ამ მატჩში კონტემ 67-ე წუთზე შეცვალა.