პირველი ქართული მედალი — ტატო გრიგალაშვილი ოლიმპიადის ფინალშია

ძიუდოს 81 კგ წონით კატეგორიის 1/2 ფინალში ქართველმა ძიუდოისტმა სამხრეთ კორეელი ჯონჰვან ლი დამატებით დროში ვაზარით დაამარცხა და ფინალში გავიდა.
ფინალში ტატო გრიგალაშვილის მეტოქე მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი, იაპონელი ტაკანორი ნაგასე იქნება, რომელმაც 1/2 ფინალში იტალიელ ანტონიო ესპოსიტოს მოუგო.








