ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ლაშა დვალი გუნდს შეუერთდა და გუშინ პირველი მატჩიც ჩაატარა.
ამხანაგურ შეხვედრაში აპოელი აეკ ლარნაკას დაუპირისპირდა და უგოლო ფრე ითამაშა. დვალმა მოედანი მე-12 წუთზე დატოვა.
"უკანა კუნთმა ცოტა შემაწუხა, არ გავრისკე და გამოვედი, სერიოზული არაფერია, მომდევნო მატჩებისთვის მზად ვიქნები", - განაცხადა დვალმა LaGazzetta.ge-სთან საუბარში.
მომდევნო კვირას აპოელს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე აქვს სათამაშო, სადაც მოლდოვურ პეტროკუბს დაუპირისპირდება.