ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას სპორტულმა წყვილმა მოკლე პროგრამაში 69,18 დააგროვა, საუკეთესო შედეგი დააფიქსირა და პირველი ადგილთან ერთად მცირე ოქროს მედალი დაიმსახურა.
შეგახსენებთ, გასულ წელს, ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ იუნიორებს შორის მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმეს. ლუკა ბერულავამ იუნიორთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი ოქროს მედალი 2022 წელს მოიპოვა, მისი მეწყვილე იმ დროისთვის, კარინა საფინა იყო.
1 მარტს უნგრეთის ქალაქ დებრეცენში მედლების ბოლო ორი კომპლექტი გათამაშდება გოგონებსა და სპორტულ წყვილებში. სპორტულ წყვილებში ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა იასპარეზებენ. ასევე თავისუფალი პროგრამით წარდგება ინგა გურგენიძე. შეგახსენებთ, ქართველი მოკლე პროგრამაში მეორე ადგილზეა.










