გუნდში საბრძოლო განწყობაა, მატჩამდე ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა და მთავარმა მწვრთნელმა, ირის ანტმანმა ჟურნალისტებთან ისაუბრეს:
ირის ანტმანი (ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "ირლანდია ძლიერი გუნდია, უძლიერესი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, ისინი ძლიერ ლიგებში თამაშობენ და ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობენ. ჩვენ ხვალ მოედანზე ყველაფერს დავდებთ. ეს ეროვნული ნაკრებია, გოგოების უკან მთელი ქვეყანა დგას, რომელთაც სურთ ნახონ ჩვენი გოგოების წარმატება და თქვან, რომ ქალებიც კარგად თამაშობენ. ჩვენ ყველაფერს გავიღებთ კარგი შედეგისთვის."

გვანცა ქადაგიშვილი ( საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი): " ჩვენ აქამდე მოვსვლა შევძელით. გუნდში კარგი განწყობაა და ყველაფერს გავაკებთ, სასურველი შედეგისთვის. გულშემატკივრის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია, როცა მათი ქომაგობის ხმა გვესმის მოტივაციას გვმატებს და ხვალ გულშემატკივარს უდიდესი მნიშვნელობა ექნება."
საქართველოსა და ირლანდიის მატჩი მიხეილ მესხი 2-ზე 20:00 საათზე დაიწყება, დასწრება თავისუფალია.
ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია









