ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურის ერთ-ერთი გამორჩეული მატჩი ჯუზეპე მეაცაზე გაიმართა, სადაც ინტერმა ბრიუგეს უმასპინძლა.
შეხვედრის მთავარი გმირი ნიკოლო ტრესოლდი გახდა, რომელმაც ინტერს სამი გოლი გაუტანა და გუნდის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.
მატჩის შემდეგ ახალგაზრდა ფორვარდმა მედიასთან საინტერესო კომენტარი გააკეთა.
„ეს დაუჯერებელი და ენით აღუწერელი ემოცია იყო. არაერთხელ მიოცნებია ასეთ საღამოზე, მაგრამ სან სიროზე სამი გოლის გატანა და გამარჯვება რთულად გადმოსაცემია. ტრიბუნაზე ჩემი ოჯახის წევრები და მეგობრებიც იყვნენ, რაც ამ ყველაფერს კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის.
მატჩამდე მილანის ბევრი გულშემატკივრისგან მივიღე შეტყობინება. ისინი მთხოვდნენ, გოლები გამეტანა და ინტერი დაგვემარცხებინა. პირველ რიგში, ბედნიერი ვარ, რომ ბრიუგემ გაიმარჯვა. ეს გამარჯვება მთლიანად ბელგიური ფეხბურთისთვისაც მნიშვნელოვანია, თუმცა უნდა ვაღიარო, რომ პირადად ჩემთვის ეს შეხვედრა ცოტათი დერბის ჰგავდა. ემოციები ძალიან ბევრი იყო!
ნიკოლო ტრესოლდი მილანის დიდი გულშემატკივარია, რასაც არაერთ ინტერვიუში თავადაც აღნიშნავდა. მეტიც, ამ მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე მისმა მამამ ერთ-ერთ გამოცემასთან განაცხადა, რომ ნიკოლო ინტერში არასდროს ითამაშებს, რადგან მისი მთავარი ოცნება მილანის მაისურის მორგებაა.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი,ა რომ ჩემ შესახებ გარკვეული ინფორმაცია გავრცელდა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. გერმანიაში ჩემი მდგომარეობით კმაყოფილი ვარ, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს. გერმანიასა და იტალიაში ჩემზე გაცილებით უკეთესი თავდამსხმელები არიან, თუმცა დღევანდელი მატჩის შემდეგ საკუთარ შესაძლებლობებში ცოტა უფრო მეტად დავრწმუნდი.
„იურგენ კლოპს, რობერტო მანჩინისა და ორივე ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებს ვესაუბრე. მათ გაიგეს ჩემი პოზიცია და ის, თუ როგორ ვუყურებ ამ საკითხს. სახლში ყოველთვის იტალიურად ვსაუბრობ, თან იტალიაშიც ვარ დაბადებული. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.
ამჟამად გერმანიის 21-წლამდელთა ნაკრებში თამაშით სიამოვნებას ვიღებ. წინ ევროპის ჩემპიონატი გველის, რომლის მოგებაც ჩემი მიზანია. ეს ტიტული მამაჩემმა იტალიის ნაკრებთან ერთად მოიგო და ახლა მეც მსურს, ამ წარმატებას მივაღწიო. ამის შემდეგ კი ვნახოთ, რა მოხდება“.
შეგახსენებთ, ნიკოლო ტრესოლდის როგორც გერმანიის, ისე იტალიის ეროვნულ ნაკრებში თამაშის შესაძლებლობა აქვს, თუმცა 22 წლის ფორვარდს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

![[VIDEO] მამუკელაშვილის ეფექტური ჩატენვა გოლდენ სტეიტთან და აღფრთოვანებული დონჩიჩი!](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FUmzhUm2InhVo7Dl21gAvk38J4XDQ0xwC.png&w=3840&q=75)









