დადასტურებულად — ჯენოამ მთავარი მწვრთნელი ალბერტო ჯილარდინო გუნდიდან გაუშვა, მის ადგილას კი პატრიკ ვიეირა დანიშნა! გენუურ კლუბსა და 48 წლის ფრანგს შორის ყველა დეტალი შეთანხმებულია, იტალიური კლუბი ოფიციალურ განცხადებას უახლოეს საათებში გააკეთებს.
ჯენოაში, რომ ჯილარდინოს გაშვებას განიხილავდნენ, ამის შესახებ იტალიურმა პრესამ საუბრები რამდენიმე კვირის წინ დაიწყო. ლუიჯი ფერარის ბინადრებმა ახალი სეზონი საკმაოდ მძიმედ დაიწყეს და 12 ტურის შემდეგ, 10 ქულით, მე-17 პოზიციაზე იმყოფებიან.
რაც შეეხება პატრიკ ვიეირას, ფრანგი სპეციალისტი ბოლოს სამშობლოში, კერძოდ სტრასბურგში მუშაობდა. იქამდე 48 წლის მწვრთნელს ისეთ გუნდებში უმუშავია როგორიც არის კრისტალ პალასი, ნიცა, ნიუ-იორკ სიტი და მანჩესტერ სიტის ასაკობრივი გუნდები.