პარიზი 2024, XVI დღე — გივი მაჭარაშვილი ოქროს მედალს შეუტევს

თავისუფალი სტილით ჭიდაობის 97 კგ. წონით კატეგორიაში წაუგებლად ასპარეზობს მოქმედი ევროპის ჩემპიონი, გივი მაჭარაშვილი და ოქროს მედლის მოგების შანსი აქვს.
27 წლის ქართველმა ფალავანმა წინასწარ შეხვედრებში სამხრეთ აფრიკელი დე ლანგე, უკრაინის სახელით მოასპარეზე მჭედლიძე და აზერბაიჯანელი მაგომედოვი დამაჯერებლად დაამარცხა.
ოლიმპიადის ფინალში გივი მაჭარაშვილის მეტოქე ბაჰრეინის სახელით მოჭიდავე ახმედ ტაჟუდინოვი იქნება — თავისუფალი სტილით ჭიდაობის ფინალური ბლოკი დღეს, თბილისის დროით 13:00 საათზე დაიწყება.







