პარიზი 2024, XII დღე — ლაშა გობაძე ბრინჯაოს მედლისთვის აგრძელებს ბრძოლას

წარუმატებელი გამოდგა რამაზ ზოიძის ასპარეზობა, რომელიც 67 კგ წონითი კატეგორიის პირველივე ორთაბრძოლაში დამარცხდა და ოლიმპიადაზე გამოსვლა დაასრულა — ქართველმა მოჭიდავემ ყირგიზ ამანტურ ისმაილოვთან უშანსოდ, 12-1 წააგო.
ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობის 87 კგ წონით კატეგორიაში 1/8 ფინალური დაპირისპირება მოიგო ლაშა გობაძემ — მან ალჟირელი სიდ აზარა 2-1 დაამარცხა. 1/4 ფინალში, ქართველი მოჭიდავე ბულგარელ ნოვიკოვთან 3-8 დამარცხდა, რომელიც ფინალში გავიდა და შესაბამისად, ლაშა გობაძე ხვალ რეპეშაჟში იჭიდავებს.
ძალოსნობის 61 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა ტრავმირებულმა შოთა მიშველიძემ, რომელმაც ორჭიდის ჯამში 256 კგ (ატაცი 121 კგ, აკვრა 135 კგ) დაძლია და საბოლოოდ გამოსვლა მე-6 პოზიციაზე დაასრულა.







