პარიზელთა წაუგებელი სერია გრძელდება

პირველი ტაიმის 33-ე წუთზე, სტუმრები ამინ გუირიმ დააწინაურა. 24 წლის ალჟირელის დარტყმულს დონარუმამ ვერაფერი დაუპირისპირა.
ამ მომენტის შემდეგ უპირატესობა პსჟ-ს მხარეს გადავიდა, თუმცა შეხვედრის ბოლომდე პარიზელ გულშემატკივრებს დიდი ნერვიულობა მოუწიათ. მატჩის მთავარმა არბიტრმა 97-ე წუთზე რენის კარში თერთმეტმეტრიანი დანიშნა, რომელიც გონსალო რამოშმა ზუსტად შეასრულა, 1:1. აქვე უნდა ვთქვათ, რომ პორტუგალიელმა ფორვარდმა კილიან მბაპე 65-ე წუთზე შეცვალა. პარიზში მბაპეს გარეშე ცხოვრებას ნელ-ნელა ეჩვევიან.
იმის მიუხედავად, რომ პსჟ-მ ქულები დაკარგა, ლიგა 1-ში საჩემპიონო ინტრიგა მაინც "მკვდარია". ენრიკეს გუნდი მეორეადგილოსან ბრესტს 11 ქულით უსწრებს.







