Eldesmarque.com-მა ვალენსიას მეკარეს, გიორგი მამარდაშვილს სტატია მიუძღვნა. შეგახსენებთ, რომ ქალაქში მომხდარი წყალდიდობის გამო, მის გუნდს თითქმის ერთი თვეა, რაც არ უთამაშია. "ღამურებს" გაუცდათ 2 ტური პრიმერა დივიზიონში და ასევე 1 მატჩი კოპა დელ რეიზე. რაც შეეხება განვლილ თამაშს, "ლოს ჩესმა" ბეტისს 4:2 მოუგო.
"მამარდაშვილი პარასკევს მამა გახდა, შაბათს კი შვილს გამარჯვება მიუძღვნა. ვალენსიამ მას შესთავაზა დასვენება, თუმცა ახალგაზრდა მეკარემ თავისი გუნდი მნიშვნელოვან მატჩში არ მიატოვა. მიუხედავად იმისა, რომ გიორგიმ გაუშვა 2 ბურთი, ის მაინც ძალიან დამაჯერებელი იყო. ერთ-ერთ მომენტში, ქართველმა გოლკიპერმა "ღამურები" აშკარა გოლისგან იხსნა.
მოუცლელობის მიუხედავად, "ლოს ჩესის" მეკარე რეალ ბეტისთან შეხვედრის წინ, ვარჯიშზე ყველაზე ადრე გამოცხადდა. ის მოუთმენლად ელოდა პრინციპული მატჩის დაწყებას", - წერს ესპანური პრესა 24 წლის გოლკიპერის შესახებ.